იცი, რით გამოირჩევა ტელევიზია ნებისმიერი სხვა სამსახურისგან? აქ თანაბრად გთხოვენ ნიჭს და დისციპლინას, აქ ხარისხი საშუალებას ამართლებს და დრო ფულზე მეტად ფასობს. ეს მიმზიდველი და საოცნებო სფერო, რეალურად, ურთულესი ბარიერებითაა სავსე, რომელთა გადალახვას და კარიერის შექმნას მხოლოდ რჩეულები ახერხებენ.

თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში და მზად ხარ სატელევიზიო ინდუსტრიის რთული და სახალისო გამოწვევების მისაღებად, გამოგვიგზავნე ავტობიოგრაფია, სამოტივაციო წერილი და ორი პროფესიონალური რეკომენდაცია.

შენ ჩვენ გვჭირდები!

გამოიყენე შანსი და გახდი ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრი საუკეთესო სამუშაო გარემოში!

თანამშრომლობის საუკეთესო სურვილებით
თიკო გობეჯიშვილი
GDS-ის დირექტორი

 

GDS