როგორც მოგეხსენებათ, GDS-ის მიერ მაყურებლისთვის შეთავაზებული უცხოური პროდუქცია სრულად ლიცენზირებულია, რაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი არხების პარტნიორობით მიიღწევა.

 

HBO – GDS-ის HBO-სთან ურთიერთობა “სამეფო კარის თამაშებით” დაიწყო, შემდეგ კი “ნამდვილი დეტექტივით” და “ნიუსრუმით” გაგრძელდა.  შესაბამისი სახელშეკრულებო დათქმა სამივე სერიალის მომდევნო სეზონების ჩვენების ლიცენზიასაც მოიცავს, რაც იმას გულისხმობს, რომ GDS-ზე “სამეფო კარის თამაშების”, “ნამდვილი დეტექტივის” და “ნიუსრუმის” ყველა სეზონი გაეშვება. ამასთან, სერიალ “ნამდვილი დეტექტივის” ლიცენზია GDS-ს გადმოცემული აქვს პრემიერის უფლებით.

 

Yellow Black and White – GDS იყენებს სერიალების ფორმატის შესყიდვის წარმატებულ მსოფლიო პრაქტიკას და ჩვენ “Yellow, Black and White”-ის საუკეთესო კომედიის ფორმატზე ქართული “მზარეულები” შევქმენით.

 

Disney - მსოფლიოში სიდიდით მეორე სატელევიზიო არხი, რომლისგანაც GDS-ს ცნობილი სერიალების - “გრეის ანატომია” და “მტაცებელთა ქალაქი” - ქვეყანაში ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს მიღებული.

 

 

NLO TV - უკრაინული სამაუწყებლო კომპანია, რომელმაც GDS-სგან “პარადოქსის” პირველი სეზონი შეიძინა, სერიალის მეორე სეზონის შექმნაზე კი ქართული და უკრაინული მხარე ერთად მუშაობენ. ადგილობრივი მასშტაბით, ეს მხატვრული სატელევიზიო სერიალის კოპროდუქციის  პირველი პრეცედენტია.

 

 

FOX - ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი სატელევიზიო კინოსერიალების მწარმოებელი ამერიკული მაუწყებელი, რომლის პარტნიორობითაც GDS მაყურებელს ჰორორის ჟანრის საუკეთესო სერიალს - “ამერიკულ საშინელებათა ისტორიას” სთავაზობს. ასევე, FOX-ის ექსკლუზიური ლიცენზიით აჩვენა GDS-მა პოპულარული სიტკომი “ახალი გოგო”.

 

 

BBC - ბრიტანული სატელევიზიო გიგანტი, რომლისგანაც GDS-მა 2013 წლის საუკეთესო ბრიტანული სერიალის - “ალესილი კეპების” ჩვენების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ასევე, მოვახერხეთ BBC-ის ორიგინალური დეტექტივის, “ლუთერის” ფორმატის შეძენა, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის მაუწყებლისთვს რთულად მისაღწევია.

 

 

WARNER BROS. - კიდევ ერთი ამერიკული გიგანტი, “ინტერესის ობიექტის” და “მენტალისტის” შემქმნელი, დეტექტიური სერიალების, რომლებიც ჯიდიესის საშუალებით ქართველმა მაყურებელმა უკვე იხილა.

 

 

MTV - მთავარი ამერიკული მუსიკალური ტელევიზია, რომელიც GDS-ს მსოფლიო შოუბიზნესის წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ექსკლუზიურად ჩვენების უფლებას აძლევს. 

 

GDS